„სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ ქვეპოგრამის ფარგლებში გრძელდება რეგიონის საჯარო სკოლების მხარდაჭერა პროექტების მომზადება-განხორციელების მიმართულებით.
მიზანი: რეგიონის
სკოლებში არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობა.
პირდაპირი
ბენეფიციარები:
·
მთის სტატუსის საჯარო სკოლები, რომლებსაც საბაზო-საშუალო საფეხურზე ჯამურად არანაკლებ 20
მოსწავლე ყავთ;
·
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების
საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
დასაფინანსებელი სკოლების შერჩევა მოხდება ორეტაპიანი კონკურსის შედეგად.
I ეტაპი-კონცეფციების შერჩევა
სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგენს პროექტის
კონცეფციას (პროექტის მოკლე აღწერილობა) მოწოდებული დანართის შესაბამისად. კომისია განიხილავს და შეარჩევს სკოლებს, რომლებსაც
უფლება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ კონკურსის მე-2 ეტაპზე.
განიხილება ნებისმიერი მიმართულების
კონცეფცია. თუმცა, უპირატესობა მიენიჭება
შემდეგი მიმართულებების ფარგლებში მომზადებულ კონცეფციებს/პროექტებს:
·
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
·
ტექნოლოგიები;
·
სამოქალაქო განათლება;
·
ხელოვნება/შემოქმედებითი უნარების განვითარება;
·
სპორტი.
პირველ ეტაპზე შერჩეული სკოლებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს რეკომენდაციების
გაცემას (ონლაინ სამუშაო შეხვედრები) რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება პროექტით
დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის ეფექტურობის გაზრდა, პროექტის განხორციელების
ეტაპზე თანამედროვე მიდგომებისა და სწავლა/სწავლების მეთოდების დანერგვა, ტექნოლოგიების
და თანამედროვე რესურსების გამოყენება და სხვა. კონსულტაციები პროექტის ავტორებს დაეხმარება
დასაფინანსებლად წარმოსადგენი პროექტის შინაარსობრივად და ტექნიკურად მომზადებაში,
რომელიც ასევე შესაბამისობაში იქნება სამინისტროს მოთხოვნებთან.
ვადები:
·
კონცეფციების წარმოდგენა - 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით;
·
გამარჯვებული კონცეფციების გამოვლენა -
2023 წლის მაისის ბოლომდე;
II ეტაპი- რეკომენდაციების გაცემა
და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა
პირველ ეტაპზე შერჩეული სკოლები
გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტებს წარმოადგენენ სამინისტროში წინასწარ
შემუშავებული განაცხადის ფორმის შესაბამისად. კომისია განიხილავს და შეარჩევს დასაფინანსებელ
პროექტებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ
ინფორმაციას სკოლები მიიღებენ დამატებით (I ეტაპის დასრულების შემდეგ)
სავარაუდო ვადები:
·
პროექტის ავტორებთან კონსულტაციები/რეკომენდაციები -ივნისი;
·
პროექტების წარმოდგენა -III-IV კვარტალი
·
პროექტების განხილვა და დაფინანსება-2023 წლის ბოლომდე;
III ეტაპი- პრეზენტაციები და დაჯილდოება
მონაწილე სკოლების მონაწილეობით
დაიგეგმება დასკვნითი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები პრეზენტაციების სახით წარმოადგენენ
განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს. აღნიშნული
ღონისძიება, ასევე, ხელს შეუწყობს მიღებული გამოცდილების სკოლებს შორის გაზიარებას,
სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას
და სკოლების მოტივაციის ზრდას. ჟიურის შეფასების საფუძველზე შეირჩევა სკოლები, რომლებზეც
განაწილდება ფულადი საპრიზო ფონდი. ყველა მონაწილე მოსწავლეს და მასწავლებელს გადაეცემა
მონაწილეობის სერტიფიკატი.
სავარაუდო ვადები:
·
სკოლების მიერ პროექტების განხორციელება-2023-2024
სასწავლო წელი;
·
დასკვნითი ღონისძიება- 2024 წლის მაისი;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
პროგრამის კოორდინატორს, ქეთი კურცხალიას- 577175566
No comments:
Post a Comment