,,იყავი შემოქმედი და შექმენი მომავლის ჭკვიანი ქალაქი''

პროექტის გეგმა

 

ჭკვიანი ქალაქი

 

დაგეგმილი აქტივობების დეტალური აღწერა:

ჩამოთვალეთ და დეტალურად აღწერეთ თითოეული აქტივობა (ვინ?, როდის?, როგორ? რა მეთოდოლოგიის გამოყენებით? სად? და რა პირობებში? განხორციელდება ისინი). აქტივობების განხორციელებით უნდა მიიღწეოდეს ზემოაღნიშნული ამოცანები.

  ძირითადად აქტივობებზე მუშაობა განხორციელდება კლუბურ რეჟიმში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ,სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. შეხვედრები გვექნება კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ორ-ორი საათით 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.

1.      ტბის გაკეთება, მოტორიანი და ჰაერის ნავის აწყობა-იანვრის თვეში

2.      ხაზზე მავალი რობოტი მანქანების გამართვა - თებერვალი

3.      რობოტი მანქანების დამორჩილება შუქნიშანზე - თებერვალი

4.      რობოტი მანქანის მიახლოებისას, ავტოფარეხზე ნათურის ანთება და სერვო ძრავის საშუალებით კარის გაღება - მარტი

5.      მთვლელის დამონტაჟება გვირაბზე, რომელიც შეძლებს მანქანების ტიპის გარჩევას და დათვლას - მარტი-აპრილი

6.      ბენზინ გასამართ სადგურზე ავზის დამონტაჟება, რომელიც გაზომავს საწვავის მოცულობას - აპრილი

7.      ქალაქის გაშენება და გარე განათების სისტემის მოწყობა - მაისი

8.      სკვერის კეთილმოწყობა და მბრუნავი საქანელების დამონტაჟება - ივნისი

9.      ტაძრის ეზოში წყაროს დამონტაჟება, საიდანაც უწყვეტად ივლის წყალი - ივნისი

10.   სკოლაზე მოციმციმე წარწერის შექმნა - სექტემბერი

11.   მუნიციპალურ შენობაზე საათის დამონტაჟება - სექტემბერი












აქტივობების ვადები:

(ცხრილში მიუთითეთ დაგეგმილი აქტივობის დასახელება და „+“ სიმბოლოს გამოყენებით მონიშნეთ დროის კონკრეტული პერიოდი, როდესაც გეგმავთ მის ,განხორციელებას. შესაძლებელია ვადების ცხრილის პროექტის სპეციფიკაზე მორგება: გაწეროთ დღეების ან თვეების და ა.შ. მიხედვით)

 

შენიშვნა: თითოეულ გრაფაში  +  მიუთითებს კვირის განმავლობაში შეხვედრის რაოდენობას. მაგ: სადაც  ++ წერია, შეხვედრა გვექნება კვირაში ორჯერ; რომელ გრაფაშიც  +++   წერია, შეხვედრა გვექნება კვირაში სამჯერ. ვინაიდან იანვრის პირველი ორი კვირა უქმე დღეებია, იანვრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში  და თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში გვექნება სამ-სამი შეხვედრა კვირაში. თითოეული შეხვედრა იქნება ორ საათიანი გრაფიკით. მთლიანობაში 7 თვის მანძილზე მოგვიწევს 56 შეხვედრა, ანუ 112 საათი. საათის ღირებულება-20 ლარი.



No comments:

Post a Comment